თარგმანი: ძუელთა მათ მისცა წინადაცუეთაჲ სახედ ახალთა ამათ ნათლისღებისა, ხოლო წინადაცუეთაჲ იგი ასოთა მათ შვილთ-მოქმედთაჲ ამას გუასწავებს, ვითარმედ პირველთა მათ მამათა ურჩებისა ბაძვაჲ მოკუეთილმცა არს ყოველთაგან საღმრთოდ მოქალაქეთა, რამეთუ თჳთ მას აბრაჰამს ამისთჳს ებრძანა წინადაცუეთად, რაჲთა მოიკუეთოს ბილწი იგი ქალდეველთა ჩუეულებაჲ ქორწინებისაჲ, რომელნი დედისა და დისა მიმართ ბილწებით შევლენ. აწ უკუე, ვითარ-იგი ისაკს რვა დღისასა წინა-დაეცჳთა, ეგრეთვე ჰურიანი მერვესა დღესა წინა-დაიცუეთენ და ვითარ-იგი ისმაელს ათცამეტისა წლისასა წინა-დაეცჳთა, ეგრეთვე არაბთათჳს იტყჳს იოსიპპოს, ვითარმედ მეათცამეტესა წელსა წინა-დაიცუეთენ; რამეთუ თითოეული თჳსსა მამასა ჰბაძავს, ჰურიანი — ისაკს, ხოლო არაბნი — ისმაელს, რაჲთა ამით საცნაურ იყვნენ შვილ მათდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:8
7. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას.8. და მოსცა მას სჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი და წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობსა და იაკობმან – ათორმეტსა მათ მამათმთავართა.9. და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო ღმერთი მის თანა
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7