მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:51

50. ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი?51. ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.52. რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
51. ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა (7,51).:

თარგმანი: ვინაჲთგან სიმშჳდით ზრახვითა განუცხადა მათ ყოველივე, აწ, ვითარცა სიკუდიდ განმზადებული, კადნიერად ამხილებს მათ სიტყჳთა წინაჲსწარმეტყუელისა იერემიაჲსითა, ვითარ-იგი გარდამავალ იყვნეს ბრძანებათა უფლისათა, რომელ ჰრქუა მის მიერ, ვითარმედ: წინა-დაიცჳთეთ წინა-დაუცუეთელობაჲ გულთა თქუენთაჲ. ამის მიერ ცხად არს, ვითარმედ არს სულიერი წინა-დაცუეთაჲ — მოკუეთაჲ ნამეტნავსა გულფიცხელობისა და ქედფიცხელობისასა, რაჲთა მოეძარცოს ყურთა საბურველი ღმრთისა მცნებათა ურჩებისაჲ, რომელი-ესე უსაჴმარეს არს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).:

...გულითა და სასმენელითაო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. რომელნი-მე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისაცა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. იხილე უკუე აწცა ესევითარი იგი უკეთური გონებაჲ მათი, რამეთუ იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველ-თა იგავი ესე მისი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუა. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისთჳს, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი აქუნდა მათ“ (21,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა, ხოლო თავადი ოდესმე შორის მათსა განვიდის, დაეფარის, და ვერ ხედვიდიან; და ოდესმე შორის მათსა დგან და ბორგნეული იგი გონებაჲ მათი ვითარცა აღჳრი-თა დააყენის, რომელ მათცა უკჳრდა და იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად ეტყჳს, და არას ეტყჳან მას“. ხოლო აწ, ვინაჲთგან შიში იგი ერისაჲ მის იყო უკეთურთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ზედა, ესე კმა-იყო და სხუაჲ უაღრესი სასწაული არაჲ ქმნა, რამეთუ არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...ხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნი წინაწარმეტყუელთაგანნი არა დევნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. და აწ სიტყუათა მათ საწინაწარმეტყუელოთა ბირებითა მამისა თქუენისა ეშმაკისაჲთა გარდააქცევთ და ალაგთა უფლისათა წრფელთა გულარძნილებითა თქუენითა ღრღჳანჰყოფთ; აღმოიკითხეთ, უკეთურნო, ზემოჲთრე სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ და აღიხილენით, ბრმანო, თუალნი თქუენნი, რასა იტყჳს ესაია: „და შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა: ითხოე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა სიღრმედ მიმართ გინა სიმაღლედ“. და მერმე იტყჳს: „თქუა ესაია: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა? ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. აწ უკუე ვინაჲთგან საქმე ესე, ვითარცა დიდი სასწაული და უცხოჲ, აღუთქუა ჩუენ...

სრულად ნახვა