თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი ზრქელად გულისჴმა-ჰყოფენ ღმრთისათჳს, ამისთჳს სტეფანე ესაიაჲს მიერ ამხილებს, ვითარმედ: ნუ გგონიეს მისი გარე-შემოწერაჲ კნინსა ამას შინა ტაძარსა სოლომონისასა, რომელი-იგი ცათა და ქუეყანასა აღავსებს, და არცა ერთისა რაჲსაგანმე გარე-შეიწერების შემოქმედი იგი და დამბადებელი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:50
49. ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ?50. ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი?51. ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7