თარგმანი: რაჲთა შენ ისწავო უდაბნოჲს მოყუარებაჲ, ამისთჳს ყოველი საღმრთოჲ ჩუენებაჲ წმიდათა უდაბნოს განშორებულთა და სიმაღლედ აღსრულთა გამოუჩნდების. ხოლო რომელსა-ესე აწ ანგელოზად უწოდს, ესე იგი არს ძე ღმრთისაჲ, ანგელოზი დიდისა მის ზრახვისაჲ, რომელ არს ქადაგი მამისა ღმრთეებისაჲ. "ცეცხლ" უკუე ამისთჳს, რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს, ხოლო "მაყულოვანით გამო" რაჲთა მოასწავოს, ვითარმედ ჩუენდა გარდამოვალს და ჴორცთა უძლურებასა, მაყულის სახესა, არა შესწუავს ცეცხლითა ღმრთეებისაჲთა, და უდაბნოსა შინა იხილვების, რომელ არს ეკლესიაჲ წარმართთაჲ. მითვე ჴმითა ესაიაჲსითა - "იხარებდ უდაბნოჲ წყურიელი, იშუებდ და ყუაოდე ვითარცა შროშანი" () ესრეთ უკუე ანგელოზ წოდებულმან პირველ საუკუნეთა ძემან ჴმა-უყო მოსეს, ვითარმედ იგი არს ღმერთი აბრაჰამ, ისაკ და იაკობისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:32
31. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ:32. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად.33. ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7