მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:3

2. ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას:3. გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.4. მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
3. გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ (7,2-3).:

თარგმანი: ღმერთი დიდებისაჲ ითქუმის, რამეთუ არავისგან მოქენე არს იგი კაცობრივსა დიდებასა, რამეთუ თჳთ იგი არს ძირი და წყაროჲ ყოვლისა დიდებისაჲ. ამისთჳს არა ჴელით ქმნულთა ტაძართა სათნო-იყოფს, არცა შჯულიერისა მსახურებისაგან იდიდების. ხოლო ამისთჳს ზემო აბრაჰამისითგან იწყებს წინამძღუარი მოწამეთაჲ, რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ პირველ სჯულისა, სარწმუნოებითა ოდენ სათნო-ეყო ღმერთსა, და ვითარმედ არა იყო მაშინ ტაძარი და მსხვერპლები შჯულისაჲ, რაჟამს ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს. ამისთჳს, ოდესცა სთნდეს, არარათ ნივთთა მოქენე არს, არამედ თჳნიერ ტაძრისა და მსხუერპლთა, უსისხლოჲთა მსხუერპლითა ქებისა და აღსაარებისაჲთა განაგებს წყალობასა ჩუენსა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს წიგნი დაბადებისაჲ ქარანს შინა იტყჳს ჩუენებასა აბრაჰამისასა ღმრთისა მიერ და მუნით ბრძანებასა გამოსლვისასა, ხოლო სტეფანე — პირველ ქარანს დამკჳდრებისა, მუნვე შუამდინარეს, ქუეყანასა ქალდეველთასა? ცხად არს უკუე, ვითარმედ სტეფანე განგებულებითგან იწყებს, რამეთუ ესე წინაჲსწარი იყო განგებულებაჲ, ერთ-გზის ცვალებაჲ მათი სამკჳდრებელისაგან პირველისა. ხოლო წიგნი დაბადებისაჲ მას ჟამსა ოდენ იტყჳს, ოდეს...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი:

...ოცვამდე მიიყვანა; კაცთმოყვარეობის სიმზადრე კი ის, რომ როგორც კი მოუხმეს, მაშინვე მოიხედა მათკენ. ეს მან წინათ ეგვიპტეში მყოფთათვისაც გააკეთა. ამიტომაც ამბობს: „ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა“ (). ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ჭირში იქნები, ნუ სასოწარკვეთ და ნუ მოდუნდები, არამედ მაშინ განსაკუთრებით აღიმართე; რადგან მაშინ ლოცვები უფრო წმინდაა და ღმრთისგან მომავალი კეთილგანწყობა უფრო დიდია. მთელი ცხოვრებაც ისე გაატარე, თითქოს სიცოცხლე შენთვის შრომით სავსე იყოს, იმის ცოდნით, რომ „და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ.“ (), და რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.“ () ამიტომ ნუ შეიყვარებ ნებიერ და მოდუნებულ ცხოვრებას, ნურც ფართო გზაზე სვლას მოისურვებ (რადგან ეს გზა ზეცისკენ არ მიდის), არამედ ვიწროსა და შეჭირვებულს.

ხოლო თუ გსურს ზემო სამ...

სრულად ნახვა