თარგმანი: რომელთაცა პური ცხორებისაჲ ქრისტე განიშორონ, მათ შეემთხუევის სიყმილი სიტყჳსა ღმრთისაჲ, ვიდრემდის კუალად მისსავე მიივლტოდიან, ვითარ-ესე მომყმარნი ძენი იაკობისნი მიივლტოდეს იოსებ მათ მიერ განსყიდულისა, რომლისა ნათესავისა განცხადებაჲ ამისთჳს სახარულევან უჩნდა ფარაოს, რამეთუ არა მონა და მონათა შვილ, არამედ აზნაურ აზნაურთაგან არს მის მიერ მეფე-ქმნილი იოსებ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:13
12. ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგჳპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად.13. და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა. და განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი.14. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7