თარგმანი: სახითა ამით იოსებისითა მოაჴსენებს ჰურიათა ბრალსა ღმრთისმკლველობისასა. რამეთუ ვითარ-იგი მათ გამოზრდად მათდა მისრული იოსებ უბრალოდ შურითა განყიდეს, ეგრეთვე უყვეს ჰურიათა ჭეშმარიტსა მას პურსა ცხორებისასა ქრისტესა ღმერთსა, გამოზრდად მათდა მოსრულსა ზეცით, რომელმან-იგი მოსცა ცხორებაჲ ყოველსა სოფელსა განკაცებითა თჳსითა ქალწულისაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:10
9. და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო ღმერთი მის თანა10. და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა.11. იყო სიყმილი ეგჳპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7