მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:5

4. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.5. და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი,6. და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6
5. და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი,
თავი ზ̂. ჴელთდასხმისათჳს შჳდთა დიაკონთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ, და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი, და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს და დასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი (6,5-6).:

თარგმანი: ესოდენ დიდ იყო სიმრავლე საფასეთა განსაგებელთაჲ და მრავალ — რიცხჳ ქურივთაჲ, რომელ შჳდნი კაცნი საჴმარ იქმნნეს გამორჩევად და თავ მათდა იყო სტეფანე, ხოლო ჴელთდასხმაჲ იგი მათი არა იყო მსახურად საკურთხეველისა, ვითარ-ესე აწ ჩუენ ჴელთდასხმულ ვჰყოფთ დიაკონთა, არამედ მსახურად საჴმარისა მის ქურივთაჲსა დადგინებულ იქმნნეს, რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, მაშინ ჯერეთ არა იყო განწესებაჲ პატივთა ამათ აწინდელისა ეპისკოპოსთა და ხუცეს-დიაკონთაჲ. თჳნიერ მხოლოდ მოციქულნი ჰყოფდეს ყოველსავე, ვითარ-ესე აწ გამორჩეულთა მათ ჴელი დასდვეს თავსა და წართქუეს მათ ზედა ლოცვაჲ. ხოლო ჴელთდასხმასა მას და ლოცვასა შეუდგა მიღებაჲ სულისა წმიდისაჲ. და ეგრეთვე აწცა ჴელის დადებასა მღდელთმოძღურისასა შეუდგს მიღებაჲ სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ ჭეშმარიტებით ღირს იყოს მიმღებელი იგი პატივსა მას ჴელთდასხმისა მიერსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის