თარგმანი: განუცხადებენ ერსა ათორმეტნი იგი, ვითარმედ: არა უგულებელს-ყოფითა, არამედ უცალოებითა არს დახრწევაჲ იგი ქველის-საქმისაჲ. ამისსა შემდგომად საქმესა განუჩინებენ და რიცხუსა კაცთასა, ხოლო გამორჩევად მათ უბრძანებენ, რაჲთა ყოველთა გამორჩეული ყოველთა სათნო-ეყოს, და მაშინღა მათნი გამორჩეულნი მოციქულთა მიერ დაიდგინნენ, რაჲთა გამორჩევაჲ —მათი იყოს, ხოლო ჴელთდასხმაჲ — მოციქულთა მიერ იქმნეს, და ესრეთ მოიცალონ ქადაგებად სიტყჳსა ღმრთისა, რომლისაგან დახრწევაჲ ტაბლათა მზრუნველობისათჳს არა ჯეროვან უჩნდა, რამეთუ საჭიროთასა უსაჭიროესი უპატიოსნეს არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:4
3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა,4. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.5. და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6