მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:3

2. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა.3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა,4. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6
3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა,
თავი ზ̂. ჴელთდასხმისათჳს შჳდთა დიაკონთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ (6,2-4).:

თარგმანი: განუცხადებენ ერსა ათორმეტნი იგი, ვითარმედ: არა უგულებელს-ყოფითა, არამედ უცალოებითა არს დახრწევაჲ იგი ქველის-საქმისაჲ. ამისსა შემდგომად საქმესა განუჩინებენ და რიცხუსა კაცთასა, ხოლო გამორჩევად მათ უბრძანებენ, რაჲთა ყოველთა გამორჩეული ყოველთა სათნო-ეყოს, და მაშინღა მათნი გამორჩეულნი მოციქულთა მიერ დაიდგინნენ, რაჲთა გამორჩევაჲ —მათი იყოს, ხოლო ჴელთდასხმაჲ — მოციქულთა მიერ იქმნეს, და ესრეთ მოიცალონ ქადაგებად სიტყჳსა ღმრთისა, რომლისაგან დახრწევაჲ ტაბლათა მზრუნველობისათჳს არა ჯეროვან უჩნდა, რამეთუ საჭიროთასა უსაჭიროესი უპატიოსნეს არს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს:

...ცეულ ვართ, ვინ ევედრებოდის ღმერთსა და მოწყალე-ჰყოფდეს ჩუენ ზედა? ამისთჳსცა არა არს ჩუენდა ჟამი აღებად პირისა, რამეთუ არარაჲთა განყოფილ არიან ეკლესიანი სახლთა საერისკაცოთა. არა გასმიესა, ვითარმედ უზრუნველადცა შეკრებულთა საფასეთა განყოფად არა თავს-იდვეს მოციქულთა, არამედ სხუანი დაადგინნეს მსახურებად საქმისა მის? ხოლო აწ ვაჭართაცა წარჰჴდეს ებისკოპოსნი ზრუნვითა წარმავალთა საქმეთაჲთა და დაუტეობიეს საქმე თჳსი, რომელ-იგი არს ზრუნვაჲ სულთა თქუენთაჲ.

ამას არა ცუდად ვიგლოვ, არამედ ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა გულისჴმაჰყოთ თქუენ და ექმნეთ საუნჯე ეკლესიათა და მწყალობელ გლახაკთა, რაჲთა მღდელთმოძღუარნი ზრუნვასა ოდენ სულთა თქუენთასა და ლოცვასა განეკრძალნენ და შეწევნასა ჭირვეულთასა და მოღუაწებასა უცხო-თასა და ობოლთა ზრდასა და ქურივთა ჴელის-აპყრობასა, ვითარცა მოციქულთა განაწესეს. ხოლო უკუეთუ არა ისმინოთ, აჰა ესერა გლახაკნი წინა-შე თუალთა ჩუენთა არიან. რავდენთაცა ძალ-გუედვას ჩუენ გამოზრდად, არა უდებ ვიქმნეთ, რავდენთაჲ ვერ ჴელ-გუეწიფებოდის, იგინი თქუენ დაგიტევნეთ გამოზრდად. ხოლო უკუეთუ უგულებელს-ჰყვნეთ, ეკრძალენით, ნუუკუე გესმას მას დღესა საშინელი იგი ჴმაჲ, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და შემდგ...

სრულად ნახვა