თარგმანი: განუცხადებენ ერსა ათორმეტნი იგი, ვითარმედ: არა უგულებელს-ყოფითა, არამედ უცალოებითა არს დახრწევაჲ იგი ქველის-საქმისაჲ. ამისსა შემდგომად საქმესა განუჩინებენ და რიცხუსა კაცთასა, ხოლო გამორჩევად მათ უბრძანებენ, რაჲთა ყოველთა გამორჩეული ყოველთა სათნო-ეყოს, და მაშინღა მათნი გამორჩეულნი მოციქულთა მიერ დაიდგინნენ, რაჲთა გამორჩევაჲ —მათი იყოს, ხოლო ჴელთდასხმაჲ — მოციქულთა მიერ იქმნეს, და ესრეთ მოიცალონ ქადაგებად სიტყჳსა ღმრთისა, რომლისაგან დახრწევაჲ ტაბლათა მზრუნველობისათჳს არა ჯეროვან უჩნდა, რამეთუ საჭიროთასა უსაჭიროესი უპატიოსნეს არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:2
1. ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ.2. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა.3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6