...სუფევდა, ჩხუბი და მტრობა გაჩნდა. მართლაც, სადაც „ჩემი" და „შენია", იქ ყველანაირი მტრობაა და შუღლის წყარო, ხოლო სადაც ეს არ არის, იქ თანხმობა და მშვიდობა უშფოთველად სუფევს. და, რომ ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს ნეტარი ლუკა იმათ შესახებ, ვინც თავდაპირველად რწმენას მოექცა: „იყო გული და გონებაჲ ერთ" () — ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ერთი სული ჰქონდა (როგორ შეიძლება ერთი სული სხვადასხვა სხეულებში?), არამედ გვაჩვენებს მათ შორის მტკიცე თანხმობას. თუ მართალი ძალზე დიდსულოვანი და სიბრძნისმოყვარე არ ყოფილიყო, გაბრაზდებოდა და ეტყოდა ლოთს: რა თავხედობაა ეს? როგორ გაბედეს შენებმა ჩემი მსახურების წინააღმდეგ პირი გახსნა? ვერ მოიფიქრეს, რა მანძილია თქვენსა და ჩვენს შორის? საიდან გაქვს შენ ასეთი სიმდიდრე? განა არა ჩემი მზრუნველობით? ვინ კაცად გამოგიყვანა? განა არა მე, ვინც ყველას ჩაგინაცვლე და მამის მზრუნველობას გიჩვენებდი ყველაფერში? ამ ჯილდოს მიაგებ ჩემი მრავალი სიკეთისთვის? ამას მოველოდდი, შენს თანმხლებად რომ მყავდი? მაგრამ დავუშვათ, არაფერი გაითვალისწინე ჩემი სიკეთიდან: არ გმართებდა თუნდაც ჩემი სიბერისთვის შეგეკავებინა თავი და ჩემი ჭაღარა პატივი გეცა? შენ კი შენს მწყემსებს ჩემი მწყემსების შეურაცხყოფის ნება მისცე და არ მოიფიქრე, რომ, როგ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:32
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ნებელთა. ვიდრემდის ვიყვნეთ, ძმანო, მონებასა შინა მამონაჲსსა? ვიდრემდის ვიყვნეთ ტყუენი საჴმართმოყუარებისანი და სხუათა მათ ვნებათა?
არა შევიკდიმოთა მამათა ჩუენთაგან, სამ ათასთა მათ და კუალად ხუთ ათასთა, რომელთა „გული და გონებაჲ ერთ იყო, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად“? რაჲ არს სარგებელი ამის ცხორებისაჲ, უკუეთუ არა ამითა მოვივაჭროთ საუკუნოჲ იგი?
იხილეთ, ვითარითა სასყიდელითა მოგჳყიდნა ჩუენ ქრისტემან: თავი თჳსი მისცა და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა გჳჴსნნა საწუთროჲსა ამისგან ბოროტისა; და აწ ჩუენ კუალად დავამონებთ თავთა ჩუენთა, ვინაჲიგი ვიჴსნენით, და უძჳრესი ესე არს, რომელ საწადელცა გჳჩნს ბოროტი ესე მონებაჲ.
განვიფრთხოთ, საყუარელნო, განვაგდოთ ჩუენგან უღელი ბოროტისა მის სოფლის მონებისაჲ და დავემონნეთ ქრისტესა, რამეთუ არა ჴელგუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა. ; ბოროტ არს მონება მამონაჲსი, აქა ზრუნვანი და ჭირნი ცუდნი, და მუნ საუკუნესა - სასჯელი.
ხოლო მონებაჲ ქრისტჱსი აქაცა ტკბილ არს და საწადელ და მსგავს ანგელოზთა, და მუნ - სანატრელ და დიდებულ.
და ნუ იტყჳ, კაცო, თუ სიმდიდრე და საფასეთა სიმრავლ...
...გან განიკურნნეს, კიდობანი უპატიოსნესი კიდობნისა მის ძუელისა და სხუაჲ ყოველივე კე-თილი. აწ უკუე ჯერ-იყო, რაჲთამცა ესე გუაქუნდა ყოველთა სახლად, ვი-თარცა მაშინ ყვეს სამ ათასთა მათ და ხუთ ათასთა, რომელთა ერთი აქუნდა სახლი, ერთი ტაბლაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა ერთი იყო გული და გონებაჲ“; გარნა ვინაჲთგან ფრიად დაკლებულ ვართ მათისა მის სათნოებისაგან და ამისთჳს განბნეულ ვართ კაცად-კაცადი სახლსა თჳსსა, მეორესა ამას წესსა ნუ დავაკლდებით, ესე იგი არს, რაჲთა ფრიადითა გულსმოდგინებითა შემოვკრბებოდით ეკლესიად და შევიწყნარებდეთ სწავლათა მჴურვალითა გონებითა. ოდეს-იგი ვთქუა: „მშჳდობაჲ ყოველთა“, და თქუენ მომიგოთ: „სულისა შენისა თანა“, ნუ ენითა ხოლო, არამედ გულითაცა იტყოდეთ. ხოლო უკუეთუ აქა მეტყოდი: „მშჳდობაჲ სულისა შენისა თანა“, და გარე-რაჲ-განხჳდე ეკლესიით, ბოროტსა იტყოდი და ბრძოლათა შემიმზადებდე, ვითარიმცა იყო ესე მშჳდობაჲ? მე, დაღაცათუ ბევრეულსა ბოროტსა ჰზრახვიდე, გულითა წმიდითა მიგცემ მშჳდობასა, სიყუარულითა შენითა აღსავსე ვარ, დაღაცათუ სადმე გამხილო, წყალობისა შენისათჳს ვიქმ ამას. ხოლო შენ უკუეთუ სიტყუასა ჩემსა არა სიყუარულით შეიწყნარებდე, არამედ მბრძოლ და მტერ იყო, დიდად შევწუხნე ამას ზედა არა თუ ამისთჳს, რომელ მე შეურა...
...უა განცხადებულად, რამეთუ ესრეთ იტყჳს: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“.
ორნი უფალნი იგინი არიან, რომელნი ურთიერთას წინააღმდეგ იყვნენ და წინააღმდგომსა უბრძანებდენ. ხოლო უკუეთუ ესე არა იყოს, არა არს მუნ განყოფილებაჲ, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ“; დაღაცათუ მრავალ გუამად განყოფილ იყვნეს, გარნა ერთობითა მით გონებათაჲთა ყოველნი ერთ იყვნეს. ხოლო აქა ვინაჲთგან ყოვლითურთ წინააღმდგომსა მცნებათა ღმრთისათასა გუეტყჳს ანგაჰრებაჲ, ამისთჳს ვერ ჴელ-ეწიფების მორჩილ-თა მისთა მონებად ღმრთისა, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომ იქმნებიან, ვითარცა იტყჳს გარდამატებულებასა ამის ჯერისასა, ვითარმედ არა ხოლო თუ არა ჰმონოს, არამედ უფროჲსად მოიძულოს და წინააღუდგეს: „ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს“. საგონებელ არს, თუ ორივე ესე ერთ სიტყუა არს, ხოლო თავადმან არა ცუდად ესრეთ შემზადა ესე სიტყუაჲ, არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ადვილ არს უმჯობესისა მიმართ შეცვალებაჲ, რამეთუ რაჲთა არა სთქუა, თუ: ერთგზის დამონებულ ვარ და მიმძლავრებულ საჴმართმოყუარებისაგან, ამისთჳს გიჩუენებს, ვითარმედ შესაძლებელ არს შეცვალებაჲ.
და ვითარცა კეთილისგან ბოროტისა მი...