მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:26

25. რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?26. მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.27. რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4
26. მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს (4,24-26).:

თარგმანი: ვინაჲთგან იპოვნეს ვინმე მწვალებელთაგანნი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: სხუაჲ არს სოფლის შემოქმედი ღმერთი და სხუაჲ არს მამაჲ ქრისტესი; ამას წინაჲთვე დაჰჴსნის ჴმაჲ ეკლესიისა მის პირველისა და დასაბამისაჲ ყოველთა ეკლესიათა მორწმუნეთაჲსაჲ, სადა-იგი მაშინ შეკრებულ იყვნეს მოციქულნი და ჴმობდეს უფალსა ღმერთსა შემოქმედად ყოველთა დაბადებულთა და ძედ მისსა — უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომლისათჳს თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა დავითის მიერ შემოიღებენ აღძრვისათჳს წარმართთა და მეფეთაჲსა, რომელნი შეკრბეს უფლისათჳს მამისა, ვინაჲთგან მხოლოდშობილსა ძესა მისსა ზედა ბოროტებდეს, რომელსა-იგი უკუანაჲსკნელთა ჟამთა ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა სცხო მამამან საცხებელი სიხარულისაჲ, რომელ არს სული წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის