მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:25

24. ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,25. რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?26. მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4
25. რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს (4,24-26).:

თარგმანი: ვინაჲთგან იპოვნეს ვინმე მწვალებელთაგანნი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: სხუაჲ არს სოფლის შემოქმედი ღმერთი და სხუაჲ არს მამაჲ ქრისტესი; ამას წინაჲთვე დაჰჴსნის ჴმაჲ ეკლესიისა მის პირველისა და დასაბამისაჲ ყოველთა ეკლესიათა მორწმუნეთაჲსაჲ, სადა-იგი მაშინ შეკრებულ იყვნეს მოციქულნი და ჴმობდეს უფალსა ღმერთსა შემოქმედად ყოველთა დაბადებულთა და ძედ მისსა — უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომლისათჳს თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა დავითის მიერ შემოიღებენ აღძრვისათჳს წარმართთა და მეფეთაჲსა, რომელნი შეკრბეს უფლისათჳს მამისა, ვინაჲთგან მხოლოდშობილსა ძესა მისსა ზედა ბოროტებდეს, რომელსა-იგი უკუანაჲსკნელთა ჟამთა ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა სცხო მამამან საცხებელი სიხარულისაჲ, რომელ არს სული წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის