მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:20

19. ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ.20. რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ.21. ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4
20. რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (10,16).:

...: ნუ იტყჳთ, ნუცა ასწავებთ სახელითა იესუსითა, მიუგეს მათ: „უკუეთუ სამართალ არს თქუენი სმენაჲ უფროჲს, ვიდრეღა ღმრთისაჲ, საჯეთ“; აჰა უმანკოებაჲ ტრედისაჲ. იხილე კუალად მეცნიერებაჲ გუელისაჲ: „ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფებისო, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდეთ“. ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო შეკრძალულებაჲ ჯერ-არს, რაჲთა არცა განსაცდელთაგან ძრწოდის კაცი, არცა გულისწყრომისაგან განფიცხნებოდის? ამისთჳსცა ეტყჳს უფალი მოწაფეთა თჳსთა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა“ (10,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველგან თავს-დებაჲ ბოროტთაჲ მათ უბრძანა და ჴელმწიფებაჲ ტანჯვისაჲ სხუათა მისცა, რაჲთა სცნა, ვითარმედ თავს-დებასა შინა განსაცდელთა და სატანჯველთასა მიეცა მათ ძლევაჲ ბრწყინვალე და დიდებული.

ეჰა ძალი იგი მეუფისაჲ, რომელ უძლურებითა ძლიერნი დაამჴუნა! ეჰა სიკეთე გონებათა მათთაჲ, ვითარ არა განჰკრთეს, არა თქუეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს საქმე ესე? ჩუენ ზედა აღდგებიან მეფენი და მთავარნი, ჩუენთჳს განემზადებიან დილეგნი, ჩუენ ზედა აღიძრვიან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...აჲ?“ ეჰა უძლურებაჲ მათი! უბადრუკნო, თქუენ პყრობილად გყვანან იგინი და თქუენვე გეშინისა? თქუენ სტანჯავთ და თქუენ სძრწითა?

ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იყვნეს, არამედ კადნიერებით ეტყოდეს: „ვერ ჴელ-გუეწიფების ჩუენ, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდით“. იხილენა გონებანი მაღალნი? იხილეა კლდე შეურყეველი, რომელსა არა ეშინოდა ღელვათა კუეთებისაგან? რამეთუ რაოდენიცა შეემთხუეოდა, იგინი უმტკიცეს იქმნებოდეს და მათ უმეტესად შეაძრწუნებდეს; რამეთუ რომელი დეზსა წიხნიდეს, არა მას ავნებს, არამედ თავსა თჳსსა მოიწყლავს; და რომელი ანდამატსა სცემდეს, არა მას შეჰმუსრავს, არამედ თავსა თჳსსა; და რომელი წინაჲსწარმეტყუელთა ჰბრძოდის, არა მათ ავნებს, არამედ თავსა თჳსსა, რამეთუ უკეთურებაჲ რაოდენცა სათნოებასა ეწყვებოდეს, უმეტესად მოუძლურდების; ვითარცა უკუეთუ ცეცხლი ვინ შეხჳოს სამოსელსა შინა ანუ დაჰფლას ძნეულსა შინა სელისასა, არა თუ ცეცხლსა მას დაშრეტს, არამედ ნივთსა მას უძლურსა დასწუავს; ეგრეთვე რომელი ღმრთისმსახურთა ავნებდეს და სტანჯვიდეს, მათ უმეტესად განაბრწყინვებს, ხოლო თავსა თჳსსა წარსწყმედს; რამეთუ ღმრთისმსახურ-თა, ვითარცა არავის ჴორციელისა, მოქენე არიან, ეგრეთვე ყოველთასა უმაღლეს არიან. ეგრეთ იყო...

სრულად ნახვა