...ემი სთქუათ და ყოველივე მიიღოთ. და უჩუენებს ძალსა მას სახელისა თჳსისასა, რაჟამს არა ჰხედვიდენ მას და ოდენ სახელსა მისსა სახელ-სდვან, ყოველივე აღასრულონ. და მოიჴსენე, რაჟამს-იგი ილოცეს, ვითარმედ: „მოეც მონათა შენთა კადნიერებით ქმნად და სიტყუად სახელითა შენითა სასწაულთა. და შეიძრა ადგილი იგი, სადა დგეს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ რაჲმე სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგეცეს თქუენ. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ“ (16,23-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამათ სიტყუათა მიერ კუალად უჩუენებს, ვითარმედ უმჯობეს არს, რაჲთა იგი წარვიდეს, ვინაჲთგან მაშინ უმეტესად აღესრულებოდიან თხოვანი მათნი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუუკუე ჰგონებთ, ვინაჲთგან არღარა თქუენ თანა ვიყო, სრულიადმცა დაგიტევენ, რამეთუ სახელმან ჩემმან უმეტესი კადნიერებაჲ მოგცეს თქუენ. ვინაჲთგან უკუე დაფარულ იყვნეს სიტყუანი იგი, ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას იგავით გეტყოდე თქუენ; ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ“ (16,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემის...