მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:8

7. და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი.8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.9. და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3
8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი და ხლდომით აღდგა და ვიდოდა და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა (3,7-8).:

თარგმანი: ესე ქრისტესგან ესწავა პეტრეს, რამეთუ რომელიმე სიტყჳთ განკურნის და რომელიმე შეხებით. ამისთჳს აწ ჴელი მარჯუენე უპყრა. რაჲთა არა თავით თჳსით ქმნილად შეირაცხოს სასწაული იგი, ამისთჳს ჴელის პყრობასა შეუდგა განმტკიცებაჲ ფერჴთაჲ და ხლდომაჲ შობითგან მკელობელისაჲ, რომელმან არცაღა გუარი უწყოდა სლვისაჲ და გამო-ცა-იცდიდა თავსა. ამისთჳს სლვასა შესძინა ხლდომაჲ და ღაღადებით მადლობაჲ ღმრთისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის