თარგმანი: ესე ქრისტესგან ესწავა პეტრეს, რამეთუ რომელიმე სიტყჳთ განკურნის და რომელიმე შეხებით. ამისთჳს აწ ჴელი მარჯუენე უპყრა. რაჲთა არა თავით თჳსით ქმნილად შეირაცხოს სასწაული იგი, ამისთჳს ჴელის პყრობასა შეუდგა განმტკიცებაჲ ფერჴთაჲ და ხლდომაჲ შობითგან მკელობელისაჲ, რომელმან არცაღა გუარი უწყოდა სლვისაჲ და გამო-ცა-იცდიდა თავსა. ამისთჳს სლვასა შესძინა ხლდომაჲ და ღაღადებით მადლობაჲ ღმრთისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:7
6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!7. და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი.8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3