მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:6

5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!7. და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3
6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რომელმან იხილნა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის საქმესა მათგან. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილე ჩუენდა.ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და მოელოდა მოღებად რასმე მათგან. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ (3,3-6).:

თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ არა ჯერ-არს თანა-წარსლვაჲ გლახა კისაჲ მი-რაჲ-ვიდოდით ლოცვად, არამედ უფროჲსღა მაშინ ჩუენებაჲ ქველის საქმისაჲ, რაჲთა ფრთე ზეცად აღმყვანებელ ექმნეს ლოცვათა ჩუენთა, რამეთუ აჰა მოციქულთა დაღათუ არა აქუნდა საჴმარი, არამედ არცა ეგრეთ თანა-წარჰჴდეს, მოწლედ მხედველსა და მთხოველსა მათსა, გარნა რაჲ-იგი აქუნდა, მისგან სცეს მას. ეგრეთვე ჩუენ, დაღათუ არა გუაქუნდენ საჴმარნი, რომლისათჳს ჰეთუმცა პეტრეს თანა კადნიერ ვიყვენით სიტყუად — "ვეცხლი და ოქროჲ არა გუაქუს" — რამეთუ ესე ჴმაჲ ფრიად უპატიოსნეს არს პორფირსა და გჳრგჳნსა და სიმდიდრესა მეფეთასა, უკუეთუ ოდენ ჭეშმარიტად ეგრეთ იყოს, არამედ რომელი რაჲ გუაქუნდეს, გინა თუ სიტყუაჲ სწავლისაჲ ანუ ნუგეშინის-ცემისაჲ, ანუ სხუაჲ რაჲცა რაჲ მადლთაგან სულიერთა, გინა შეძლებათა ჴორციელთა, ყოველივე სამსახურებელად და ზოგად სარგებელად ძმათა უშურველ იყავნ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა“ (14,13).:

...ჳსისა თანა“, ხოლო აქა თჳთ ადიდებს მამასა, რამეთუ რა-ჟამს გამოჩნდეს ფრიადი იგი ძალი ძისაჲ, მაშინ მამაჲცა იდიდების. ხოლო რაჲ არს იგი, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა“? ესე იგი არს, რომელსა იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „სახელითა იესუ ქრისტჱსითა აღდეგ და ვიდოდე!“ რამეთუ ყოველნი სასწაულნი რომელნი ქმნნეს, იგი იქმოდა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ იყო მათ თანა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, ვყო“ (14,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უფლებასა ამას, რამეთუ სხუათა მიერ იგი იქმს? ვითარ უკუე ცუდადმეტყუელებენ უკეთურნი, ვითარმედ მას თჳთ შეწევნაჲ უჴმდა? ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მამისა მივალ“, ესე არს, ვითარმედ: არა წარვწყმდები, არამედ ჩემსა პატივსა შინა ვჰგიე და ცათა შინა ვარ. ხოლო ამას ყოველსა ნუგეშინისსაცემელად მათა იტყოდა, რამეთუ ვინაჲთგან არღა იცოდეს მათ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და შეწუხნებოდეს, ამისთჳს აღუთქუამს, ვითარმედ: მე მარადის ცხოველ ვარ, და რაჲცა ითხოვოთ, მოგცე თქუენ, და უჩუენებს, ვითარმედ ეგოს იგი უკუნისამდე, და არა თუ ოდენ ეგოს, არამედ უმეტესიცა ძალი აჩუენოს. და ესრეთ მხიარულ-ჰყოფდა მათ.

სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...მცა მიეცაა ქრისტეს მოწაფეთადა? ჰე, ჭეშმარიტად; რომელმან მოუგონებელნი იგი კეთილნი მისცნა, ოქროჲცამცა უხუებით მიეცა. გარნა არა ხოლო თუ არა მისცა, არამედ ამცნოცა არა მოგებად. ამისთჳს პეტრეს არა სირცხჳლ-უჩნდა სიგლახაკე, არამედ უფროჲსად იქადოდა და იტყოდა: „ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, მიგცეთ შენ“. აწ უკუე პეტრე რომელმან საქმემან სანატრელ-ყო: აღდგინებამან მკელობელისამან ანუ დატეობამან საფასეთამან? თავადისა ქრისტესგან ისწავე, რაჲ ჰრქუა მან მდიდარსა მას, რომელი ეძიებდა საუკუნესა ცხორებასა; არა რქუა, თუ: აღადგინენ მკელობელნი ანუ მკუდარნი, არამედ: „განყიდეო მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“.

და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: „აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“

და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს...

სრულად ნახვა