მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:25

24. და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ.25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.26. თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3
25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ, რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინაჲსწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი (3,24-25).:

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ქრისტეს მკლველობისათჳს არღარა დაშთომილ არს მათდა სასოებაჲ ცხორებისაჲ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებისა მიერ განამჴნობს, ვითარმედ: ვითარცა ქრისტეს მოსლვაჲ, ეგრეთვე მის მიერ ზოგად ცხორებაჲ ჰურიათა და წარმართთაჲ უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა ყოფადი, წინაჲთვე თქუმულ არს მათ მიერ. და კუალად, შვილებისაგანცა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთასა განუკუთნავს მათ აბრაჰამის მიმართსა მას აღთქუმასა, ვითარმედ: იგინიცა იკურთხევიან ყოველთა თანა ტომთა ქუეყანისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის