თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ქრისტეს მკლველობისათჳს არღარა დაშთომილ არს მათდა სასოებაჲ ცხორებისაჲ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებისა მიერ განამჴნობს, ვითარმედ: ვითარცა ქრისტეს მოსლვაჲ, ეგრეთვე მის მიერ ზოგად ცხორებაჲ ჰურიათა და წარმართთაჲ უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა ყოფადი, წინაჲთვე თქუმულ არს მათ მიერ. და კუალად, შვილებისაგანცა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთასა განუკუთნავს მათ აბრაჰამის მიმართსა მას აღთქუმასა, ვითარმედ: იგინიცა იკურთხევიან ყოველთა თანა ტომთა ქუეყანისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:24
...არა სმენილ იყო, გულისჴმა-ყონ" (). რამეთუ ესე არს თუალით უხილავი და ყურით უსმენელი; გინათუ თჳთ ესევე სიტყუაჲ წერილ არს წიგნსა შინა, ხოლო აწ უჩინო-ქმნილ არს, ვითარ-იგი მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "სამოელისითგან შემდგომითი-შემდგომად ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს მისთჳს (), ხოლო აწ არა ყოველთაჲ იპოების, რამეთუ უდებებითაცა და სიმრავლითა ტყუეობათაჲთა მრავალი წიგნები ჰურიათაჲ წარჴდა. გარნა დაღაცათუ ჩუენდა არა მოწევნულ არს, არამედ მოციქული ზედა-მიწევნით წურთილ იყო წიგნებსა შჯულისასა; ამისთჳს ჩუენგან დაფარული, ხოლო მისდა საცნაური, შემოიღო წამებაჲ წერილისაჲ, რომლისა ძალი ესე არს, რამეთუ: წინა-განმზადებული იგი კეთილი ღმრთისა მიერ საიდუმლოჲ არს ქრისტეს განკაცებისაჲ, ხოლო მოყუარედ მისსა უწოდს მორწმუნეთა მისთა. გარნა საძიებელ არს, თუ ვითარ იტყჳს ყურისა უსმენელობასა რომელი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲთვე უწყოდეს და ქადაგებდეს ჴორცთშესხმასა სიტყჳსასა. ცხად არს, ვითარმედ არა ჴორციელითა ყურითა ესმოდა წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარ-იგი ესაია იტყჳს, ვითარმედ: [· · ·] და ესე ცხად არს, ვითარმედ მას ჴორციელნი ყურნი შობასავე თანა ჰ...
...(მარკ. 12,36); და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“. ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თქუენ, და ვერ იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმის, და არა ესმა”? ხოლო რაჲსათჳს, ნუუკუე არა მიიღესა გულისხმის-ყოფაჲ და იცნეს იგი? ჰე, ფრიადცა კეთილად იცნეს, და ესე საქმჱ გამოვაჩინო თჳთ ამისვე სიტყჳსაგან. იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ არა იცნეს, რამეთუ იტყჳს: „მრავალთა სწადოდა ხილვად, რომელსა თქუენ ჰხედავთ“. საცნაურ არს უკუე, ვინაჲთგან სწადოდა ხილვად, იცოდეს სამე მოსლვაჲ მისი კაცთა თანა. და უკუეთუმცა არა იცოდეს, არცამცა სწადოდა ხილვად, რამეთუ არავის მოეგონების საქმჱ, რომელსა არა იცნობდეს, არცა ჰსურის მისთჳს. და საცნაურ არს, ვითარმედ იცნობდეს...