მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:22

21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა.22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.23. და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინასწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3
22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ. და იყოს, ყოველმან სულმან, რომელმან არა ისმინოს მის წინაჲსწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან (3,22-23).:

თარგმანი: ჟამიერად მოაჴსენებს წიგნთაგან მოსესთა ქრისტესთჳს წინაჲსწარმეტყუელებასა მოსესსა, რომლისაგან მცნებაჲ მიუღიეს ყოველთა ჰურიათა, რაჲთა, რომელმან არა ისმინოს ქრისტესი, მოისპოს ერისაგან მართალთაჲსა, რამეთუ, ვითარ-იგი მოსე ძუელისა შჯულისდებისა, ეგრეთვე ქრისტე ახლისა სახარებისა ქადაგ იქმნა და ამის მიერ თქუმულსა ყოველსა შეწყნარებად მაწუეველი მოსე ძუელისა მის ყოვლისა დატევებასა ბრძანებს და შედგომასა ქრისტესსა, რომელი მსგავს მოსესსა არს შჯულის-მდებლობითა, ხოლო ჩუენთჳს ჴორცთ-შესხმითა — ძმა ჰურიათა, რამეთუ მათისა ნათესავისაგან განკაცნა, ვინაჲცა, რომელი ურჩ მისსა იყოს, სული იგი მოისპოლვის განვრდომითა საუკუნეთა კეთილთაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის