თარგმანი: უკადნიერესად ეზრახების ჰურიათა და განუცხადებს თანა-მდებობასა მას ღმრთისმკლველობისა მათისასა. ხოლო ჯერეთ არა სრულიად განუცხადებს მამისა თანა-სწორებასა ძისასა, არამედ პირველად იჭუსა მათსა დაჰჴსნის, რომელ-იგი იტყოდეს ქრისტესთჳს, ვითარმედ წინა-აღმდგომი არს მამისაჲ. ამისთჳს მის მიერ დიდებულად და მოვლინებულად იტყჳს და პირველად პატივ-სცემს მამასა ჩუეულებისაებრ ღმრთად მამათა და მამათმთავართა წოდებითა, რაჲთა, რაჟამს სასწაული იგი მკელობელისა აღდგინებისაჲ ძესა მიაჩემოს, არა უცხო უჩნდეს მათ, არცა აღშფოთნენ, რაჟამს თქუას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "ხოლო თქუენ დასაბამი ცხორებისაჲ მოჰკალთ", რამეთუ ესე დიდ და მაღალ ქადაგება იყო უფლად სიკუდილისა და ცხორებისა ქადაგებაჲ ქრისტესი, რომელი მათ ლიტონად კაცად შეერაცხა: ამისთჳს პეტრე ქადაგებს მას ღმრთად და კაცად და ეგრეთღა სიმაღლესა ამათ სიტყუათასა დაჰფარავს მამისა მიერ აღდგინებითა, და თავთა თჳსთა უწოდს მოწამედ აღდგომისა მისისა, ხოლო ჰურიათა — მიმცემელად წმიდისა მის და მართლისა, რაჟამს მისცეს პილატეს, და უვარის-მყოფელად, რაჟამს თქუეს: "არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი" (<span...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:14
13. ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი.14. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა.15. ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3