თარგმანი: უკადნიერესად ეზრახების ჰურიათა და განუცხადებს თანა-მდებობასა მას ღმრთისმკლველობისა მათისასა. ხოლო ჯერეთ არა სრულიად განუცხადებს მამისა თანა-სწორებასა ძისასა, არამედ პირველად იჭუსა მათსა დაჰჴსნის, რომელ-იგი იტყოდეს ქრისტესთჳს, ვითარმედ წინა-აღმდგომი არს მამისაჲ. ამისთჳს მის მიერ დიდებულად და მოვლინებულად იტყჳს და პირველად პატივ-სცემს მამასა ჩუეულებისაებრ ღმრთად მამათა და მამათმთავართა წოდებითა, რაჲთა, რაჟამს სასწაული იგი მკელობელისა აღდგინებისაჲ ძესა მიაჩემოს, არა უცხო უჩნდეს მათ, არცა აღშფოთნენ, რაჟამს თქუას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "ხოლო თქუენ დასაბამი ცხორებისაჲ მოჰკალთ", რამეთუ ესე დიდ და მაღალ ქადაგება იყო უფლად სიკუდილისა და ცხორებისა ქადაგებაჲ ქრისტესი, რომელი მათ ლიტონად კაცად შეერაცხა: ამისთჳს პეტრე ქადაგებს მას ღმრთად და კაცად და ეგრეთღა სიმაღლესა ამათ სიტყუათასა დაჰფარავს მამისა მიერ აღდგინებითა, და თავთა თჳსთა უწოდს მოწამედ აღდგომისა მისისა, ხოლო ჰურიათა — მიმცემელად წმიდისა მის და მართლისა, რაჟამს მისცეს პილატეს, და უვარის-მყოფელად, რაჟამს თქუეს: "არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი" (<span...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:13
12. ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?13. ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი.14. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3