მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:4

3. და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა.4. ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა.5. ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28
4. ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა. ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი, ზღუასაღა თუ განერა, საშჯელმან ცხორებად არავე უტევა. ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას. ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი არს (28,3-6).:

თარგმანი: არა ზუაობით და მაჩუენებლობით, არამედ მარადის იძულებული ჭირისაგან სარგებელად ძმათა იქმს სასწაულთა, რამეთუ რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელა ორ გზის თქუმითა წინაჲსწარ შემთხუევადისათჳს ზღუასა შინა, იგიცა კაცთმოყუარებისათჳს ყო შესაწევნელად კაცთა ჭირვეულთა. და აწ კუალად მსახურებისათჳსვე ძჳრხილულთაჲსა შეჰკრებდა ქარქუეტსა განსატფობელად განყინულთა, და მაშინ ცეცხლისა მისგან აღეკრა იქედნე მკლავსა მისსა. ხოლო პოა რაჲ წმიდაჲ იგი ჴელი მისი, განწმედილი ბრალისაგან, უქმ იქმნა მისსა მიმართ მაკუდინებელობაჲ გესლისა მისისაჲ ვინაჲცა ამიერ ისწავე, რაჲთა არა გიკჳრდეს თუ რაჲსათჳს დაჰბადნა მეუფემან მჴეცნი და ქუეწარმავალნი. ცხად არს, ვითარმედ პირველ მცნებისა გარდასლვისა — ყოველივე მორჩილად და მსახურად ადამისსა. და აქუსცა თითოეულსა მათსა თჳსისა რაჲსმე ადგილისა საჴმარებაჲ, ვითარ-იგი გუელთაგან წამლიანთა შეიზავების თერია. ხოლო შემდგომად მცნებისა გარდასლვისა კიდეგანსა ადგილსა დაიმარხნეს მჴეცნი და ქუეწარმავალნი, ვითარცა შოლტნი საშინებელად ურჩთა და ლაღთა კაცთათჳს. აწ უკუე, ვითარ-იგი ძჳრის-მოქმედთა ეშინის ჭურჭელთაგან და ორღანოთა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ღვთის დიდება და მართლის განსჯა:

...იგი შესცოდე მას“** (). პავლესაც კი ბარბაროზები ბოროტ და ბოროტმოქმედ კაცად მიიჩნევდნენ, რადგან იქედნე მის ხელს ეკიდა. ამიტომაც ამბობდნენ: „რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა“ (). სემეიც დავითს ასე უწოდებდა: „კაცი ეგე მოსისხლე“ (), და ამ უბედურების გამო მის შესახებ ასეთი ბოროტი განაჩენი გამოიტანა.

8. ღმრთის სიყვარული და ჭირთა სარგებელი

ამრიგად, რათა თქვენც იგივე არ შეგემთხვეთ, მოდით, ამ საკითხებზე ცოტა ვისაუბროთ. რადგან ბევრისგან მესმის: „ღმერთს რომ ღარიბები უყვარდეს, ღარიბებად ყოფნას არ დაუშვებდა“; და სხვებისგანაც, როცა ხედავენ, რომ ვინმე უძლურებასა და ხანგრძლივ სნეულებას ებრძვის: „სად არის ამა და ამის მოწყალებანი?“ „სად არის მისი კეთილი საქმეები?“ ამიტომ, რათა ასეთ რამეში არ შესცოდოთ, ეს საკითხი განვმარტოთ. რადგან, თუ გონიერი...

სრულად ნახვა