თარგმანი: და ესეცა მსგავსად ჩუეულებისა ყო, რამეთუ, ვითარ-იგი ყოველთა ქალაქთა, ეგრეთვე ჰრომსცა ყოვლად თჳსითა ნამუშაკევითა ჴელთაჲთა არა ხოლო თავსა თჳსსა ზრდიდა, არამედ მისსა მიმავალთაცა უხუებით შეიწყნარებდა და განუსუენებდა, რომელი-ესე სირცხჳლ არს ჩუენდა, რომელთა გუესმის, ვითარ იგი ქადაგებასა შინა სახარებისასა და ჭირთა და დევნულებათა შინა დააშრობდა თავსა თჳსსა ჴელთ-საქმრითა, და რომლისადა ქადაგებისათჳს ოდენ ბრძანებულ იყო უფლისა მიერ, რაჲთა მოწაფეთაგან იზარდებოდის, რამეთუ ღირს არსო მუშაკი და გამომზრდელი სიყმილსა სულთასა, რაჲთა სასყიდლად სულიერისა მის გამოზრდისა იზარდებოდის უზრუნველად ჭამითა მოწაფეთაგან წინა-დაგებულისაჲთა, ესე, უმეტეს ბრძანებულისა მის, ძღუნად ღმრთისა შესწირავს ჴელთ-საქმითა თჳსითა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ მისსა მიმავალთაცა ძმათა გამოზრდისა მსახურებასა. ხოლო ჩუენ უქმად მწოლარეთა ცხედარსა ზედა დღითი-დღე გუესმის, ვითარმედ: უქმი იგი ნუცა ჭამნ, და ჩუენ ჯერეთ არა ხოლო სხუათა ვერ გამოვზრდით, არამედ ვერცაღა თავთა ჩუენთა.
იხილე უკუე, ვითარ ზეგარდამომან განგებულებამან ყო, ვითარცა პყრობილისაჲ მიყვანებაჲ პავლესი ჰრომედ, რაჲთა...