მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:29

28. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და მათცა ისმინონ.29. და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა.30. ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28
29. და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა.
თავი მ̂. ჰრომს შინა სწავლისათჳს, რომელ ყო პავლე პურიათა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა (28,29).:

თარგმანი: და აქაცა იმხილნეს და ძლიანად განიქიქნეს პავლესგან ჰურიანი, და წარვიდეს მდრტჳნავნი და გამომეძიებელნი, არამედ თავთა შორის ოდენ თჳსთა აქუნდა გესლი იგი, ხოლო არღარა ჴელ-ეწიფებოდა შფოთის-ყოფად მოციქულისა ზედა, ვითარ-იგი იერუსალემს ყვეს, სადა-იგი მრავალ იყვნეს და კადნიერებაჲ აქუნდა, ვითარცა თჳსსა მამულსა შინა, გარნა აქა მცირე იყვნეს შორის სიმრავლისა ჰრომთაჲსა. და ესოდენ ზარგანჴდილ მახლობელობითა სამეუფოთა საყდართაჲთა, რომელ ვერცა ერთსა რას იკადრებდეს კუალსა მეშფოთეობისასა, რაჲთა არა განისხნენ და უწყალოდ განიპატიჟნენ, ვითარცა მოქმედნი შფოთისა და უწესოებისანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის