მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:26

25. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ26. და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ.27. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28
26. და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ.
თავი მ̂. ჰრომს შინა სწავლისათჳს, რომელ ყო პავლე პურიათა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაჲსწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს. ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნნე იგინი. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ და მათცა ისმინონ (28,24-28).:

თარგმანი: იგივე და ერთი კადნიერებაჲ აქუს მოციქულსა ზოგად მორჩილთა მიმართ და ურჩთა სახარებისათა, და არავისისა ურწმუნოებისათჳს დააყენებს ძალსა სიტყუათა თჳსთასა, ვითარ-ესე აწ ურჩთა მათ სახარებისათა წინა-დაუდებს, ვითარმედ არა მისსა მიმართ, არამედ სულისა წმიდისა მიმართ ურჩ არიან, და მოაჴსენებს მათ სიტყუასა მის მიერ თქუმულსა პირითა ესაიაჲსითა, რომელსა ეუწყა წინა-მოსწავებითი იგი, შემდგომად ჟამთა ყოფადისა მის ქრისტეს მიმართ ურჩებისა ჰურიათაჲსა ბრალი, რამეთუ იხილეს განჴორციელებაჲ მისი, რომლისათჳს სმენით ესმინა წინაჲსწარმეტყუელთაგან და არა ინებეს მიხედვაჲ მისი. და მზა იყო წინაშე მათსა სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ და განცდაჲ პირისა მისისაჲ, რომელი-იგი არა სხჳსა ვისმე, არამედ ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა იტყოდა მივლინებულებასა თჳსსა მამისა მიერ. გარნა მათ სიძულილითა დაიყვნეს სახედველნი და სასმენელნი, ვითარცა გულმძიმეთა და თუალმრუმეთა. ამისთჳს უსიტყუელ არიან წინაშე მერმისა მის სამშჯავროჲსა, რამეთუ არცაღა შემდგომად ურწმუნოებისა და ჯუარის-მცუმელობისა განწირნა იგინი უფალმან, არამედ მარადის მზა იყო იგი თავადი მოციქულთა მისთა მიერ...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ლის ზედმიწევნით მცოდნემ. პავლე რომში საჯაროდ მიმართავდა მათ, ვინც კი შეიკრიბნენ, მაგრამ შემდეგ განუდგნენ და ნათქვამის მოსმენა ვერ აიტანეს, და ამბობდა: „კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ“ (): „სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ“ (). ხოლო ძე ქუხილისა, როცა ისინი სასწაულებს ხედავდნენ და არ სწამდათ, სწავლებებს ისმენდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ (რადგან ქრისტემ ლაზარე აღადგინა, ისინი კი ქრისტეს მოკვლას ცდილობდნენ; დემონებს განდევნიდა, ისინი კი მას დემონეულს უწოდებდნენ; მამასთან მიჰყავდა, ისინი კი მას მაცდურს ეძახდნენ და საპირისპირო შეხედულებებს იღებდნენ), ამ წინასწარმეტყველებას იხსენებს და ამბობს: კარგად თქვა ესაიამ წინასწარმეტყველმა: „სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ“ ().

6.

რადგან მათი გონების შინაგანი თვალები დაბრმავებული იყო, გარეგანი თვალები მათთვის არაფერს არგებდათ, ვინაიდან გონების განსჯის უნარი დაზიანებული ჰქონდათ. ამიტომ, ხედავდნენ და მაინც ვერ ხედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...უა: სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ. რამეთუ დააბრმნა თუალნი მათნი და გული მათი განაფიცხა“. ; ; ; ; ; აჰა ესერა კუალად სხუაჲ საძიებელი, არამედ ადვილ არს, უკუეთუ კეთილად გულისხმა-ჰყოფდეთ. რამეთუ ვითარცა მზჱ უძლურთა თუალთა უფროჲსად ავნებს, არა თუ მისი ბუნებაჲ ესრეთ არს, არამედ იგინი უძლურ არიან, ეგრე იქმნების მათ ზედა, რომელნი მაცილობელ იყვნენ სიტყუათა ღმრთისათა თჳსითა გულისხმის-ყოფითა ცნობად. რამეთუ ფარაოჲსთჳსცა ითქუმის ესრეთ, ვითარმედ: „განვაფიცხო გული მისი“, ; (7,3); (10,1) და ესეცა ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ. და კუალად წერილ არს: „მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა“, ესე იგი არს, მიუშუნა, შეუნდო, რამეთუ არა თუ ესრეთ იტყჳს წერილი, ვითარმედ მან მისცნა იგინი, რაჲთამცა ქმნეს ბოროტი უნებლიაჲთ, არამედ რამეთუ ბოროტ იყო გონებაჲ მათი, და უკეთურებისათჳს გულთა მათთაჲსა მიუშ...

სრულად ნახვა