თარგმანი: ვინაჲთგან არა ჯერ-არს ურწმუნოთა წინაშე ურთიერთას საშჯელი მორწმუნეთაჲ, ამას წინა განჰმართებს პავლე, ვითარმედ არა თავით თჳსით, არამედ თჳთ მათ ჰურიათა მიერ მიცემულ არს ჴელთა ჰრომთასა. და ამის პირისათჳს გულსავსე-ჰყოფს ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, რაჲთა არა შეორგულდენ სმენად ქადაგებისა მისისა იჭჳთა ამის გულის-კლებისაჲთა, ვითარმედ შემასმენელად ნათესავისა თჳსისა მოსრულ არს პავლე კეისრისა მიმართ. ამისსა იჭუსა განუქარვებს და პირველად უბრალოებისა თჳსისა მოწამედ მოიყვანებს მთავართა ჰრომთასა ფელიკსს და ფესტოს ლუსიაჲთურთ, ვითარმედ: განმიკითხეს რაჲ, ესოდენ უბრალოდ მპოეს, რომელ განტევებაჲ ჩემი უნდა. და კუალად ჰრომს მისლვისა თჳსისა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი არა მე ნებსით მივედ, არამედ იერუსალემს მყოფთა ჰურიათა მიმცეს ჴელთა მთავართაჲსა. ეგრეთვე არცაღა კეისრისა მოვიდოდე, არათუმცა იგინი წინა-აღმდგომ და მაცილობელ იყვნეს განტევებისა ჩემისა. არამედ, ვიხილე რაჲ, ვითარ ჰრომნი მთავარნი განმიტევებდეს, ხოლო თჳსნი ჩემნი ჰურიანი სიტყუას-უგებდეს და სიკუდიდ მემზირებოდეს, მაშინღა ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. და აწ მოსრულ ვარ არა თუ შემასმენელად...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:20
19. და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ, არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ.20. ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე.21. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28