თარგმანი: უკუეთუ პირველ ესოდენთა სასწაულთა ხილვისა კაცთმოყუარებასა აჩუენებდა ივლიოს პავლესთჳს, რაჲ საკჳრველ არს აწ, უკუეთუ უპატიოსნეს სხუთა პყრობილთასა ჰყვანდა იგი, რომლისაგან ესოდენნი ძალნი ეხილვნეს და ყოვლითა თავისუფლებითა მინდობილ იყო პყრობასა მისსა, რამეთუ არცა ერთი შიში აქუნდა მისგან ლტოლვისაჲ, არამედ წესისათჳს ოდენ და სხუათა გონებისა აღშენებისა ქმნა ერთისა მის ერისკაცისაჲ მცველად მისსა დადგინებაჲ რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი უწესოებით განტევებულად, რომელი ესოდენ კრძალულებით ბრძანებულ იყო დაცვად ვითარმედ წარადგინონ წინაშე კეისრისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:16
15. და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა.16. და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის მთავარსა მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა.17. და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28