მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:1

1. და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას.2. ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28
1. და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი (27,1-2).

თარგმანი: აჰა მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ სხუათა პყრობილთა თანა მიეცა ივლიოსს ასისთავსა, რომელი იყო გუნდისაგან სევასტიელთაჲსა, რაჲთა წარიყვანოს იტალიას, რომელ არს ქუეყანაჲ ჰრომისაჲ. ხოლო ნავი იგი, რომელსა აღჴდეს, ასიისა კერძოთა მივიდოდა და იყო იგი ადრამიტჳნელი. კეთილად უკუე განეგო პავლეს და ლუკაჲს თანა ყოფაჲ არისტარხოჲსიცა, რომელი იყო ქუეყანით მაკედონიით, თჳთ მის მაკედონელთა დედაქალაქისა თესალონიკისაჲ, რაჲთა ყოველივე ჰამბავი პავლესი მიუთხრას მაკედონელთა, რაოდენი-რაჲ შეემთხჳა ნავსა შინა.

და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხუევად. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინა-აღმდგომებითა ქართაჲთა. მაშინ უკუე უფსკრული იგი კილიკიისა და პამფჳლიისაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის