თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ პავლე, კრულებათა მაგათთჳს, რომლითა ყოველსა ადგილსა იქადი და შეიმკვები! აქა იჯმნია და გარე-მიქცევით ეტყჳ, ვითარმედ: "თჳნიერ კრულებათა ამათ"? მოგჳგებს მოციქული: არა ჩემგან გარე-მივაქცევ საკრველთა ამათ, რომელნი უფროჲს პორფირისა სამეუფოჲსა შემირაცხიან გჳრგჳნად სიქადულისა, არამედ უძლურებასა თანა მსმენელთასა დავმდაბლდები. ნუ-უკუე საძნაურ რაჲ უჩნდენ კრულებანი ესე, მის ძლით კიდე-დაშთენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს საწადელსა მას ხოლო და უჭირველსა და უსაჭიროესად საჴმარსა ულოცავ, რაჲთა სარწმუნოებად მოვიდენ ქრისტესსა, ხოლო ესე შემდგომიღა არს და მჴნეთაჲ ოდენ, რაჲთა, რაჟამს მემსგავსნენ სარწმუნოებითა, მებაძვნენ კრულებითაცა, რამეთუ არავინ სადგმელი ახლისა და უმურკნველისა სამოსლისაჲ შეადგის სამოსელსა ძუელსაო, —მეუფე და მჴსნელი ჩემი ქრისტე მასწავებს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:28
27. გრწამს, მეფე აღრიპა, წინაწარმეტყუელთა? ვიცი, რამეთუ გრწამს.28. ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად.29. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26