თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰურიანი მიმზირდეს მოკლვად, არამედ მე შეწევნისა ღმრთისა მიმთხუევად ღირს ვიქმენ, რომლითა აქა დღედმდე ვდგა ცოცხალი და უწამებ ყოველსა ერსა, რაჲთა ისმინონ ჩემი და მოიქცენ ქრისტესსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:22
21. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა.22. შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღედმდე ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა,23. ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26