მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 26:21

20. არამედ რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალჱმს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისა საქმე ქმნად.21. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა.22. შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღედმდე ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 26
21. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
წარმართთა, მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისაჲ საქმე ქმნად. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა (26,19-21).:

თარგმანი: ესევითარი ესე ჩუენებაჲ, რომელი იხილა პავლე,ზეშთა აღემატების სახედველთა ჴორციელთა კაცთასა, და რომელი ჴორცთა შინა იყოს, ვერ იხილავს ესევითარსა მას ჩუენებასა, ვიდრე არა ღმერთმან განუნათლნეს მას თუალნი გონებისანი, ვითარ-ესე აწ პავლე საცნაურითა თუალითა სულისაჲთა იხილა უფალი, და მყის იქმნა ნათელ ყოვლისა სოფლისა, რაჲთა ასწავოს შეტკბობაჲ სარწმუნოებისა და საქმეთა კეთილთაჲ, რამეთუ შემდგომად სარწმუნებად მოსლვისა ჯერ-არს საქმეთაჲ მათი ქმნაჲ, რომელნი შეეტყუებიან ქრისტეანესა. ამისთჳს აწ წარმოუთხრობს აღრიპპას მიზეზსა თჳსისა ჰურიათა მიერ შეპყრობისასა. ესე იგი არს, სარწმუნოებად მოქცევაჲ წარმართთა ნათესავისაჲ, რომელი ეძჳნებოდა მათ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის