მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:8

7. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ და განივლთა სიმრავლე იგი.8. რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა.9. და იყო ღაღადებაჲ დიდი. და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან ფარისეველთაჲსა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა, გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი; ნუ ღმრთისა მბრძოლ ვართ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
8. რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა.
თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა იხილა პავლე, ვითარმედ ერთკერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ — სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ, და განივლთა სიმრავლე იგი, რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული; ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა. და იყო ღაღადებაჲ დიდი (23,6-9).:

თარგმანი: არა ყოველსავე საღმრთოჲსა მადლისა მიმართ მიუტევებს მოციქული, არამედ თჳთცა კაცობრივითა ღონითა წინა-აღუდგების საცთურსა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ ვითარმედ შჳდთა მათგან წვალებათა ჰურიაულთა, რომელთათჳს სხუასა ადგილსა მოგჳჴსენებიეს, აწინდელსა ამას სამშჯავროსა ორნი კრებულნი იყვნეს: ფარისეველთა და სადუკეველთანი, ამისთჳს ორნივე ურთიერთას მბრძოლ ყვნა და თავი თჳსი უმჯობესთა მათ კერძოთა ნაწილისად ქადაგა —ფარისეველად და ძედ ფარისეველისა, ვითარ-იგი იყო-ცა, რამეთუ ესე ფარისეველნი უმჯობეს იყვნეს სხუათა მათ. და დაღაცათუ პავლე ქრისტეს ქადაგებისათჳს იშჯებოდა და ძუელისა შჯულისა წესთა დაჴსნისათჳს, არამედ ეგრეთცა, რომელი ჟამსა მას შეეტყუებოდა, იგი თქუა, ვითარმედ: სასოებისათჳს საუკუნოჲსა და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა მე ვისჯებიო; რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტეს აღდგომისა ქადაგებაჲ დამამტკიცებელი არს მკუდართა აღდგომისაჲ და უეჭუელმყოფელი სასოებასა ცხორებისა საუკუნოჲსასა. ესრეთ უკუე განიჭრნეს ორად კრებულნი იგი და ფარისეველნი ჰბრძოდეს სადუკისგან მღდელთმოძღურისა ცთუნებულთა მათ სადუკეველთა, რომელნი-იგი უხილავთა მიმართ ურწმუნოებითა ღმრთისაგანცა უცხო იქმნებოდეს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის