მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:6

5. ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთ მოძღუარ, რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი.6. ვითარცა გულისჴმა-ყო პავლე, ვითარმედ ერთ-კერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ – სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები.7. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ და განივლთა სიმრავლე იგი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
6. ვითარცა გულისჴმა-ყო პავლე, ვითარმედ ერთ-კერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ – სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები.
თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა იხილა პავლე, ვითარმედ ერთკერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ — სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ, და განივლთა სიმრავლე იგი, რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული; ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა. და იყო ღაღადებაჲ დიდი (23,6-9).:

თარგმანი: არა ყოველსავე საღმრთოჲსა მადლისა მიმართ მიუტევებს მოციქული, არამედ თჳთცა კაცობრივითა ღონითა წინა-აღუდგების საცთურსა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ ვითარმედ შჳდთა მათგან წვალებათა ჰურიაულთა, რომელთათჳს სხუასა ადგილსა მოგჳჴსენებიეს, აწინდელსა ამას სამშჯავროსა ორნი კრებულნი იყვნეს: ფარისეველთა და სადუკეველთანი, ამისთჳს ორნივე ურთიერთას მბრძოლ ყვნა და თავი თჳსი უმჯობესთა მათ კერძოთა ნაწილისად ქადაგა —ფარისეველად და ძედ ფარისეველისა, ვითარ-იგი იყო-ცა, რამეთუ ესე ფარისეველნი უმჯობეს იყვნეს სხუათა მათ. და დაღაცათუ პავლე ქრისტეს ქადაგებისათჳს იშჯებოდა და ძუელისა შჯულისა წესთა დაჴსნისათჳს, არამედ ეგრეთცა, რომელი ჟამსა მას შეეტყუებოდა, იგი თქუა, ვითარმედ: სასოებისათჳს საუკუნოჲსა და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა მე ვისჯებიო; რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტეს აღდგომისა ქადაგებაჲ დამამტკიცებელი არს მკუდართა აღდგომისაჲ და უეჭუელმყოფელი სასოებასა ცხორებისა საუკუნოჲსასა. ესრეთ უკუე განიჭრნეს ორად კრებულნი იგი და ფარისეველნი ჰბრძოდეს სადუკისგან მღდელთმოძღურისა ცთუნებულთა მათ სადუკეველთა, რომელნი-იგი უხილავთა მიმართ ურწმუნოებითა ღმრთისაგანცა უცხო იქმნებოდეს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის