თარგმანი: ვიდრემდის საშიშ იყო მახლობელად იერუსალემისა, მკჳრცხლნიცა თანაუვიდოდეს, ხოლო რაჟამს განაშორეს იერუსალემით და წარავლნეს ადგილნი გუერდოვანნი, მაშინ თჳთ შეიქცეს და მჴედარნი იგი ხოლო წარაყვანნეს, რომელთა მალიად განვლეს ვაკე იგი და მიიწინეს კესარიად. ხოლო მთავარმან წარიკითხა რაჲ წიგნი ლუსიაჲსი, არღარაჲ უმეტესი გამოიკითხა პავლესგან თჳნიერ სახელი ხოლო ქალაქისაჲ ვინაჲცა კუალად საპყრობილედ მიეცა მოციქული, რაჲთა მაშინ განიკითხოს, ოდეს შემასმენელნი მისნი მივიდენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:35
34. აღმოიკითხა იგი მთავარმან მან და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა:35. ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაჲ მისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23