მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:33

32. და ხვალისაგან განუტევნეს მჴედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად.33. რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარსა მას და წარუდგინეს მას პავლეცა.34. აღმოიკითხა იგი მთავარმან მან და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
33. რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარსა მას და წარუდგინეს მას პავლეცა.
თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ხვალისაგან განუტევნეს მჴედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად. რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარმან მას და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა: ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაჲ მისი (23,32-35).:

თარგმანი: ვიდრემდის საშიშ იყო მახლობელად იერუსალემისა, მკჳრცხლნიცა თანაუვიდოდეს, ხოლო რაჟამს განაშორეს იერუსალემით და წარავლნეს ადგილნი გუერდოვანნი, მაშინ თჳთ შეიქცეს და მჴედარნი იგი ხოლო წარაყვანნეს, რომელთა მალიად განვლეს ვაკე იგი და მიიწინეს კესარიად. ხოლო მთავარმან წარიკითხა რაჲ წიგნი ლუსიაჲსი, არღარაჲ უმეტესი გამოიკითხა პავლესგან თჳნიერ სახელი ხოლო ქალაქისაჲ ვინაჲცა კუალად საპყრობილედ მიეცა მოციქული, რაჲთა მაშინ განიკითხოს, ოდეს შემასმენელნი მისნი მივიდენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის