თარგმანი: ვითარცა შეეტყუების ჴელოვნად განმგებელობასა ჰრომთასა, არა კმა იყო ზეპირით მიმცნებაჲ, არამედ წერით აუწყებს ყოველსავე საქმესა პავლესსა. და თავისა თჳსისათჳს მრჩობლთა სახელთა დასწერს: კლავდიოსს და ლუსიას. ხოლო პატივსა ათასისთავობისა თჳსისასა არღარა დაჰრთავს, არამედ ცხად არს, ვითარმედ ესე კლავდიოს ლუსია იერუსალემისა ოდენ ქალაქისა მჴედართ მთავარი იყო ათასთა კაცთაჲ, მცველთა გოდლებისა და ზღუდეებისათაჲ, ხოლო ფელიქს — ყოვლისა ჰურიასტანისა, გალილეაჲსა და სამარიაჲსა და პერეაჲსა მთავრად და განმგებელად განჩინებულ იყო მიერ ჟამთაჲთგან კლავდის კეისრისათა, ვითარცა დასწერს მისთჳს იოსიპპოს, და კესარიას მჯდომარე იყო, ვითარცა უმთავრესსა შინა ყოველთა პალესტინისა ქალაქთასა. ამისთჳს მუნ წარივლინა პავლე, რაჲთა უშიშად განიკითხოს ჰურიათა ერისა შფოთებისაგან, და რაჲთა კესარიასცა შინა ქადაგოს ქრისტეს ღმრთეებაჲ ჭეშმარიტი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:30
29. და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს სჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა.30. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნქუესვე წამოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე. და ცოცხლებით იყავ!31. ხოლო სტრატიოტთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23