მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:29

28. და მინდა გულისჴმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათჳს შეასმენდეს მას ჰურიანი, და შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა29. და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს სჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა.30. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნქუესვე წამოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე. და ცოცხლებით იყავ!
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
29. და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს სჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა.
თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი: კლავდიოს ლუსია მჴნესა ფელიქსს მთავარსა გახარებ. კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა, და ეგულებოდა მოკლვაჲ მაგისი, ზედა-მიუჴედ მჴედრებითურთ და განვარინე ეგე, ვცან-ღა, რამეთუ ჰრომი არს, და მინდა გულისჴმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათჳს შეასმენდეს მას ჰურიანი, და შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა. და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს შჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნთქუესვე წამოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე, და ცოცხლებით იყავ (23,25-30).:

თარგმანი: ვითარცა შეეტყუების ჴელოვნად განმგებელობასა ჰრომთასა, არა კმა იყო ზეპირით მიმცნებაჲ, არამედ წერით აუწყებს ყოველსავე საქმესა პავლესსა. და თავისა თჳსისათჳს მრჩობლთა სახელთა დასწერს: კლავდიოსს და ლუსიას. ხოლო პატივსა ათასისთავობისა თჳსისასა არღარა დაჰრთავს, არამედ ცხად არს, ვითარმედ ესე კლავდიოს ლუსია იერუსალემისა ოდენ ქალაქისა მჴედართ მთავარი იყო ათასთა კაცთაჲ, მცველთა გოდლებისა და ზღუდეებისათაჲ, ხოლო ფელიქს — ყოვლისა ჰურიასტანისა, გალილეაჲსა და სამარიაჲსა და პერეაჲსა მთავრად და განმგებელად განჩინებულ იყო მიერ ჟამთაჲთგან კლავდის კეისრისათა, ვითარცა დასწერს მისთჳს იოსიპპოს, და კესარიას მჯდომარე იყო, ვითარცა უმთავრესსა შინა ყოველთა პალესტინისა ქალაქთასა. ამისთჳს მუნ წარივლინა პავლე, რაჲთა უშიშად განიკითხოს ჰურიათა ერისა შფოთებისაგან, და რაჲთა კესარიასცა შინა ქადაგოს ქრისტეს ღმრთეებაჲ ჭეშმარიტი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის