თარგმანი: განგებულებაჲ იყო ღმრთისაჲ, რომელ ვერ ცნეს მათ და ვითარ არა უნდა, სასმენელ იქმნა დისწულისა პავლესისა ზაკუვაჲ მათი. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო თჳსებითა ჴორციელითა, არამედ უფროჲსღა სულიერითა ერთნებობითა შეკრულ იყო ჭაბუკი ესე სიყუარულსა პავლესსა. და კუალად პავლე არავე განლაღნა ჩუენებასა მას ზედა უფლისასა, ვითარცა უწყებული მისგან, ვითარმედ ვერარაჲ უყონ მას ჰურიათა იერუსალემს, არამედ ჰრომს მიწევნად არს ცოცხალი, არამედ ამის ყოვლისა შემდგომად არა უღირს-უჩნს კაცობრივი ღონე კრძალვისაჲ. ამისთჳს საიდუმლოდ სმენილი თჳსისა დისწულისაგან არა არწმუნა ასისთავთაგანსა ვისმე, არამედ თჳთ ჭაბუკისა მისვე პირითა მიაწია ათასისთავისა, და კუალად ათასისთავმან არავის განუცხადა. უფროჲსღა ჭაბუკსა მასცა ამცნო, ვითარმედ ნუმცა ვინ უწყის თუ ჩემდა გითხრობიეს ეგე. არცაღა მის თანათა მათ ასისთავთა არწმუნა, ვიდრე ჟამადმდე წარვლინებისა, რამეთუ განკრძალულ იყო პავლესთჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:21
20. ხოლო მან თქუა, ვითარმედ: ჰურიანი შეითქუნეს, რაჲთა ითხოონ შენგან და პავლე შთაიყვანონ ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთჳს.21. შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეუჩუენნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე, და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა.22. ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაჲთა არავის უთხრას, ვითარმედ: ესე მაუწყე მე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23