მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:1

1. მიჰხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობდ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე.2. ხოლო მღდელთ მოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
1. მიჰხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობდ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე.
თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე (23,1).:

თარგმანი: არღარა ათასისთავსა, არცა სიმრავლესა ერისასა სიტყუას-უგებს, არამედ შესაკრებელისა მიმართ მღდელთმოძღუართაჲსა ჰყოფს სიტყუასა, ვითარმედ: არარაჲ შემიცნობიეს თავისა ჩემისადა ღირსი კრულებათა და გუემათაჲ, რამეთუ არცა ღმრთისა მიმართ განდრეკილ ვარ, არცა კაცთა მიმართ.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთაგანი, და მიგიტეო თქუენ? მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰქჳან ქრისტჱ? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარსეცჳნ! ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ! ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არას არგებს მას, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და თქუა: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“ (27,21-25).:

...და მიზეზსა სიკუდილისასა მის თანა არა ჰპოვებ და ბრალსა შენგან განაგდებ, რაჲსათჳს მისცემ ჯუარ-ცუმად, ანუ რაჲსათჳს არა გამოიტაცებ შორის მათსა, ვითარცა ათასისთავმან მან ქმნა პავლეს ზედა? რამეთუ მაშინცა შფოთი დიდი იყო მის ზედა ჰურიათაგან, არამედ ათასისთავი იგი მჴნედ წინააღუდგა და განარინა იგი ჴელთაგან მათთა. გარნა პილატე არა ესრეთ ქმნა, არამედ ფრიად უგუნურად და უგულოდ; და ყოველნივე იგი მიდრეკილ და უჴმარ იყვნეს, არცა პილატე ერსა მას წინააღუდგა, არცა ერი იგი - მღდელთმოძღუართა, არამედ ღაღადებდეს: „ჯუარს-ეცჳნ ეგე!“ რავდენი მიზეზი მისცა ქრისტემან მოქცევისაჲ და არა მოიქცეს. ვი-თარცა-იგი იუდას შეემთხჳა, ეგრეთვე ჰურიათა; და არცა თუ ოდეს იხილეს მთავარი იგი, ვითარ დაიბანნა ჴელნი, ლმობიერ იქმნნეს, არამედ უფროჲსად ღაღატ-ყვეს და თქუეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა“. მაშინ იხილა რაჲ პილატე, ვითარმედ ყოველი იგი ბრალი თავთა თჳსთა ზედა დაიკრიბეს ნეფსით თჳსით, აღასრულა მან ნებაჲ მათი.

აწ იხილეთ აქა განსაკჳრვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაჲ ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახვალნო წარწყმედისანო, რომელთა თანა არა არს მეცნიერე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად“ (23,34).:

...ად ზატიკობისათა აღმოჰგუაროს იგი და მისცეს ჴელთა ერისათა, რამეთუ წადიერ იყვნეს მოკლვად მისა და წყურიელ იყვნეს სისხლისა მისისა დათხევად. კუალად პავლესთჳს დიდი მოსწრაფებაჲ დადვეს მოკლვად და შეჩუენებულ-ყვნეს თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს-ხილვად, ვიდრემდე მოკლან იგი. და ყოვლით კერძო გამოაჩინნეს თავნი თჳსნი, ვითარმედ ნაშობნი არიან მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი და მიმსგავსებულნი გონებათა მათთა, უფროჲსღა ფრიად უძჳრესნი და უბოროტესნი მათსა.

რამეთუ ამათ ქმნეს თავი იგი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ. მამათა მათთა მონანი იგი მოვლინებულნი მოღებად ნაყოფისა მისგან ვენაჴისა მოსწყჳდნეს, ხოლო ამათ ძე იგი მხოლოდშობილი, უფალი და მეუფე ყოველთაჲ, მოკლეს, და მონანი იგი, ქორწილად მწოდებელნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ამისთჳსცა ეტყჳს უფალი: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა?“ ამათ სიტყუათა მიერ ქადაგებაჲცა იგი იოვანესი მოაჴსენა, რომელმანცა ესრეთ უწოდა მათ, და სასჯელი იგი მერმისაჲ მის საუკუნოჲსაჲ წინაუყო. არამედ არცა სასჯელისა მის საუკუნოჲსა სიტყუაჲ, არცა გეჰენიისა ჴსენებაჲ შეერაცხა მათ საშინელად, არამედ იყვნეს იგინი გულფიცხელ და უშიშ. ამისთჳსცა შემსგავსებულად უკეთურებისა მათი...

სრულად ნახვა