თარგმანი: ზრახებით აზრახებენ, არა ბრძანებით უბრძანებენ, რაჲთა, დაღაცათუ არად საჴმარ არიან ქრისტეანობასა შინა ჰურიაებრნი წესნი, არამედ მან ეგრეთცა აჩუენოს, ვითარ თუმცა იმარხვიდა შჯულსა, მოქმედებითა რაჲთმე მათებრვე, რაჲთა აღეშენნენ იგინი. ხოლო ლოცვაჲ ესე, რომელ აქუნდა ოთხთა მათ კაცთა, აღთქუმაჲ არს. რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთასა ნაცვალად "აღთქუმისა" "ლოცვაჲ" თქუმულ არს: "ილოცეთ და მიეცით" () — ამის წილ, ვითარმედ: "აღუთქუთ და აღუსრულეთ". რამეთუ ესე ჩუეულებაჲ იყო წარმართთაჲ, რომელ ვეცხლი შეაწონიან ძესა თჳსსა და საწონი მისი შეწირიან ღმრთისა. ხოლო უფალმან ჰურიათა შორის აღასუბუქა ფასი ესე. და აღრიცხუვასა შინა პირმშოთასა განაწესა წულისათჳს ერგასისი დიდრაქმაჲ, ხოლო ქალისათჳს ოც და ათი, საჴსრად პირმშოებისა მათისა, ვითარცა წერილ არს წიგნსა რიცხუთასა აღრიცხუვასა მას შინა ლევიტელთასა. ხოლო უკუანაჲსკნელ-რე წარმართთაცა შორის შემცირდა ესე, რამეთუ ნაცვალად ძისა საწონისა თმაჲ მოზრდილი და თხზული მოჰკუეციან და ამისი საწონი ოქროჲ შეწირიან ღმრთისა. ხოლო აწ ლოცვად სახელდებულისა ამის აღთქუმისა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:24
23. აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყჳთ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცუაჲ აქუს თავისა თჳსისაჲ.24. ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაჲთა დაიყჳნნენ თავნი მათნი და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათჳს იგი ესმა შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ სჯულსა.25. ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა დამშთვრისა და სიძვისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21