...ი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ნუ ესეღა მითხრან მეტყუელთა მათ ამაოებისათა: უკუეთუ სიტყჳსა მისთჳს წინაჲსწარმეტყუელისა ვერ ეძლო რწმუნებად და წინაჲსწარმეტყუელი აყენებდა, მოციქულთა ვითარ უძლეს, და სხუათა მათ ბევრთა ვითარ შეუძლეს? ვითარცა ეტყჳს იაკობ პავლეს: „ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“ იგინი რად არა დააყენნა სიტყუამან წინაჲსწარმეტყუელისამან?
ჰხედავა, ვითარ რომელთა ენება, ჰრწმენა, ხოლო სხუანი იგი ნებსით დაბრმეს და არა ინებეს რწმუნებად, და აღესრულა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ.
ეგრესახედ საკჳრველიცა იგი შობაჲ ქალწულისაჲ იქმნა, რამეთუ იტყჳს მახარებელი: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე“. რამე-თუ არა თუ ამისთჳს იქმნა დიდებული იგი საკჳრველი, რაჲთა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ აღესრულოს, არამედ ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან მადლითა უფლისაჲთა, რამეთუ ყოფად იყო საქმე იგი. ეგრეთვე სხუანი იგი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი არა თუ ამისთჳს აღესრულებოდეს, რომელ მათ თქუეს, არამედ რომელ-იგი ყოფად იყვ ნეს ჭეშმარიტად, იგინი იტყოდეს. ეგრეთვე განყოფისათჳს სამოსელთაჲსა, ვითარცა ყოფად იყო, ეგრ...