მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:18

17. მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალჱმდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა.18. ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს.19. და მოიკითხვიდეს მას. და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
18. ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს.
თავი ლ̂. წინაჲსწარმეტყუელებაჲ აგაბოჲსი იერუსალემს შინა მოწევნადისათჳს ჭირისა კავლეს ზედა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისსა. რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს და მოიკითხვიდეს მას და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა, ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, ადიდებდეს ღმერთსა (21,18-20).:

თარგმანი: შეისწავე, რამეთუ მოციქულთა შორის სამნი არიან იაკობნი: იაკობ ზებედესი და იაკობ ალფესი და მესამედ - ესე იაკობ ძმაჲ უფლისაჲ, პირველი ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, რომლისა აწ შევიდა პავლე, სადა-იგი მოიკითხვიდეს მას ყოველნი ხუცესნი, და იგი მიუთხრობდა მათ სიმდაბლით ყოველსავე ძლიერებასა, რომელ ყო ღმერთმან ქადაგებითა მისითა წარმართთა შორის, და ესრეთ ყოველნი ზოგად ადიდებდეს ღმერთსა. ამის იაკობისთჳს დასწერს კლიმი მეექუსესა თავსა შინა განწესებათა წიგნისასა და იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა თჳსისა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ყოველივე მეცნიერებაჲ სამთა ამათ მისცა — იაკობს მართალსა და პეტრეს და იოვანეს, და მათ მიერ მიეცა სხუათა მოციქულთა. ამისთჳს აწ, ვითარცა თავისა და წინამძღურისა მიმართ, შევიდა პავლე იაკობისსა მის თანა მყოფიო მოწფებითურთ, რამეთუ ესოდენ კეთილ იყო მოქალაქობაჲ იაკობისი, რომელ ყოველთა კაცთაგან მართალ სახელ-ედებოდა მას უბიწოჲსა მისთჳს მოქალაქობისა მისისა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...ო ტყავი და განკაფებულ ჴორცნი მრავლითა მით მოღუაწებითა. ამან კუალად პავლეს, მისლვასა მას მისსა იერუსალჱმს, ასწავა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა პავლე იაკობისა, და ყოველნივე მოვიდეს ხუცესნი, და მოიკითხნა იგინი. და ჰრქუა მას იაკობ: ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“ რამეთუ მათ ყოველთა წინამძღუარი და მოძღუარი იაკობ იყო, ესოდენ აქუნდა ღმრთისა მიერ მადლი და შური საღმრთოჲ. ხოლო უკუანაჲსკნელ მოიკლაცა ურჩულოთა ჰურიათა მიერ სახელისათჳს ქრისტესისა, რამეთუ წამა ჭეშმარიტებაჲ და ქადაგა ღმრთეებაჲ მისი კადნიერებით.

ესრეთ მიუთხრობელმან ძალმან ქრისტესმან აღავსნა მადლითა, და რომელნი-იგი პირველ ჯუარ-ცუმისა ურწმუნო იქმნეს მისა მიმართ, შემდგომად აღდგომისა ესრეთ აღივსნეს სარწმუნოებითა მისითა და სიყუარულითა, ვიდრეღა არა ჰრიდეს სისხლთა მათთა დათხევად და სულთა მათთა დადებად სახელისა მისისათჳს. რამეთუ ჭეშმარიტად მიუთხრობელ არს მადლი უფლისაჲ, რომელი აღდგომითა მისითა მოჰფინა მოციქულთა ზედა და მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა, და ამისთჳს უდიდებულესნი ძალნი შემდგომად აღდგომისა გამოჩნდეს, რაჲთა უეჭუელ იყოს ჭეშმარიტებაჲ ქადაგებისა მათისაჲ.

რამეთუ ჩუეულებაჲ ბუნებისა ამის კაცობრივისაჲ ესე არს, რომელ მრავალნი იყვნიან სოფელსა...

სრულად ნახვა