თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ ნეტარო! ანდამატის-სახე განუკუეთელი ეგე სული შენი შეურვებულ იქმნებისა, მარადის განმზადებული ყოველთა ძჳრთა თავს-დებისათჳს? მოგჳგებს, ვითარმედ: ჰე, რამეთუ ყოვლისა მიმართ მზა ვარ უშიშად და სიმჴნით წინა-განწყობად, თჳნიერ ხოლო ცრემლთა და თანა-ლმობისა ძმათაჲსა. ესენი მძლევენ და მერევიან, რამეთუ ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა სიკუდილამდე ყოველსა ჭირსა წინა-განვეწყობოდით, ხოლო ძმათა თანა-ლმობასა ზედა მოვდრკებოდით ლმობიერად. ესე თქუა და თანა-ლმობაჲ აჩუენა. ხოლო არა-სმენითა მათისა დაყენებისაჲთა ჩუენ სახე მოგუცა, რაჲთა, რაოდენცა თანა-გუელმოდის მშობელთა და ძმათა ჩუენთა ტირილისათჳს, არამედ ნუვე დავეყენებით განსლვად მონაზონებად, გინა თუ სხუათა რათმე ჟამიერთა და სულიერთა ღუაწლთა შეკადრებად, რომელთაგან იგინი გუაყენებდენ ჩუენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:12
11. და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა.12. ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ.13. მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21