თარგმანი: ესე იგი აგაბოს არს, რომელმან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი კლავდის ზე კეისრისა. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარმედ დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელნი მრავალ იყვნენ, არამედ სულისა მიერ განეყოფვის რომელსამე ამის რაჲსმე წინა-მოსწავებაჲ და რომელსამე — ამის რაჲსმე. და არა ყოველნი სწორად ყოველსა რას წინაჲსწარმეტყელებენ, არამედ — რომელსაცა რომელი რაჲმე გამოეცხადოს სულისა მიერ. რაჲთა სცნა, ვითარმედ მისგან მიიღებენ და არა თავით თჳსით აქუს ძალი წინა-მხედველობისაჲ: ვითარ-ესე აწ მრავალ დღე დაყო პავლე კესარიას, სახლსა შინა ფილიპეს ასულთა ოთხთა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ არარაჲ ესევითარი წინა-მოასწავეს მისთჳს, ვითარ-ესე აგაბოს, ჰურიასტანით გარდამოსრულმან, მოასწავა სახითა მით სარტყლისაჲთა და შეკრვითა ჴელთა და ფერჴთა თჳსთაჲთა. ხოლო მრავალთა მიერ წინა-მოსწავებანი ესე პავლეს შემთხუევადისანი და ძმათა მიერ დაყენებისა მოსწრაფებანი ამისთჳს იქმნნეს, რაჲთა არა იძულებითად შეგერაცხოს, გესმოდის რაჲ პავლესაგან, ვითარმედ: კრული სულითა აღვალ იერუსალემდ; ვითარმცა მძლავრ მიიყვანებოდა, არამედ ნებსით ახოვნებით შეჰკადრებს ღუაწლთა სურვილითა ქრისტესთჳს ვნებისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:11
10. და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს.11. და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა.12. ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21