მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:1

1. და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ, და კუალად ხვალისაგან – როდედ და მიერ – პატრად.2. და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვჴედით და შევსხედით მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
1. და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ, და კუალად ხვალისაგან – როდედ და მიერ – პატრად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...ო ტყავი და განკაფებულ ჴორცნი მრავლითა მით მოღუაწებითა. ამან კუალად პავლეს, მისლვასა მას მისსა იერუსალჱმს, ასწავა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა პავლე იაკობისა, და ყოველნივე მოვიდეს ხუცესნი, და მოიკითხნა იგინი. და ჰრქუა მას იაკობ: ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“ რამეთუ მათ ყოველთა წინამძღუარი და მოძღუარი იაკობ იყო, ესოდენ აქუნდა ღმრთისა მიერ მადლი და შური საღმრთოჲ. ხოლო უკუანაჲსკნელ მოიკლაცა ურჩულოთა ჰურიათა მიერ სახელისათჳს ქრისტესისა, რამეთუ წამა ჭეშმარიტებაჲ და ქადაგა ღმრთეებაჲ მისი კადნიერებით.

ესრეთ მიუთხრობელმან ძალმან ქრისტესმან აღავსნა მადლითა, და რომელნი-იგი პირველ ჯუარ-ცუმისა ურწმუნო იქმნეს მისა მიმართ, შემდგომად აღდგომისა ესრეთ აღივსნეს სარწმუნოებითა მისითა და სიყუარულითა, ვიდრეღა არა ჰრიდეს სისხლთა მათთა დათხევად და სულთა მათთა დადებად სახელისა მისისათჳს. რამეთუ ჭეშმარიტად მიუთხრობელ არს მადლი უფლისაჲ, რომელი აღდგომითა მისითა მოჰფინა მოციქულთა ზედა და მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა, და ამისთჳს უდიდებულესნი ძალნი შემდგომად აღდგომისა გამოჩნდეს, რაჲთა უეჭუელ იყოს ჭეშმარიტებაჲ ქადაგებისა მათისაჲ.

რამეთუ ჩუეულებაჲ ბუნებისა ამის კაცობრივისაჲ ესე არს, რომელ მრავალნი იყვნიან სოფელსა...

სრულად ნახვა