საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:9
8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.10. გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20