თარგმანი: ვითარცა მფრინველი ფრთე-მალე, ესრეთ მიმოჰვლის პავლე ნუგეშინის-ცემად ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა განამტკიცნეს იგინი სარწმუნოებასა ზედა, და სადა საჴმარ იყოს, დაიყოვნებს, ხოლო სადა შფოთი აღუტყდეს, ჟამ ერთ მიჰრიდებს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არა-შთაგდებაჲ თავთა ჩუენთაჲ განსაცდელთა შინა, არამედ კაცობრივითაცა ღონითა კრძალვაჲ მათგან შეწევნასავე თანა ღმრთისისა ესრეთ უკუე ზედა-მიწევნით აღმწერელი თხრობისაჲ ამის ლუკა მოწაფეთაცა პავლეს თანა მავალთა სახელებსა მოიჴსენებს. და რომელნი შეუსწავებელ იყვნეს, მათი ადგილებიცა თქუა, ვითარმედ არისტარხოს და სეკუნდოს თესალონიკელ იყვნეს და გაიოს —დერბით, სოსიპატრე — ბერჳით და ტჳქიკოს და ტროფიმოს —ასიით, ხოლო ტიმოთესი, ვითარცა ყოველთა მიერ შესწავებულისაჲ, სახელისა ოდენ კმა-იყო მოჴსენებაჲ, და ამას შეუდგენს, ვითარ სხუანი ესე ყოველნი წინა წარავლინნა მოციქულმან, რაჲთა ელოდინ მათ ტროადას შინა, ხოლო ლუკა მის თანა დაიყენა ფილიპიას ვიდრე მუნ გარდაჴდადმდე დღესასწაულსა პასექისასა, რამეთუ ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რომელ, უკუეთუ ოდესმე ვერ მიეწიფნიან იერუსალემს ქმნად დღესასწაულსა აღვსებისასა, პატივად დღესასწაულისა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:2
...თუ უხილავი არ გნებავს. უფრო კი — ერწმუნე ხილულს; რამეთუ ასე ერწმუნები უხილავსაც; ხოლო თუ არ გნებავს, საჟამო გახდა მოციქულის თქმისა: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა“7 (); „რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ“8 (); თქვენი თავი დაადანაშაულეთ და ჩათვალეთ გეჰენიის სასჯელი. ჩვენ კი, ჰოი, საყვარელნო შვილნო, პავლეს მიმბაძველნი ვიქმნეთ — არა მხოლოდ რწმენით, არამედ ცხოვრებითაც. რათა მივაღწიოთ ზეციურ დიდებას, ფეხქვეშ გავთელოთ აქაურისა დიდებაჲ; აწინდელთაგან არცერთმა ნუ მოგვიზიდავს; ხილულნი უგულებელვყოთ, რათა ზეციურნი მივიღოთ — უფრო კი — რათა ხილულნიც ზეციურთა მეშვეობით მოვიპოვოთ; ოღონდ უპირველესი მიზანი ზეციურთა მიღწევა იყოს; დაე, ყოველნი ჩვენ მათი მიღების ღირსნი ვიქმნეთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა,...
...უენ“** () ჩემი სახელის გამო. რადგან სხვაგანაც ამბობს ეს ნეტარი პავლე: „და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა“ (). ამას კი იმიტომ ამბობდა, რომ პავლეს მსმენელებს ეფხიზლათ და აწმყო ჟამით საჭიროებისამებრ ესარგებლათ. ამბობს: „ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ“ (). ხედავ, რომ სწორედ ამისთვის ამბობს ამას წინასწარ?
რადგან ქრისტეც აღსასრულის წინ ამბობდა, რომ „რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი“ (); ასევე პავლეც, როცა წასვლას აპირებდა, ამას ამბობდა. „ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა“ (). „ძჳრსა იხილევდ“ ანუ: იშრომე, წინასწარ მიუსწარი, ვიდრე...